ალიო ადამია (დ. 20 მაისი, 1914, ბათუმი — გ. 19 ოქტომბერი, 1980, თბილისი) — მწერალი. 1934 წელს დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი. სკკპ წევრი 1940 წლიდან. მუშაობდა გაზეთების „ახალგაზრდა კომუნისტის“ (1930-1936), „კომუნისტის“ (1942-1954) რედაქციებში, იყო გამომცემლობა „ხელოვნების“ დირექტორი (1954-1963), „მერანში“ განყოფილების გამგე (1963-1968), „საბჭოთა საქართველოში“ – მთავარი რედაქტორი (1968-1980). დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.