კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ალიო მირცხულავა (მაშაშვილი) (დ. 28 აპრილი, 1903, სოფელი ხორგა, ხობის მუნიციპალიტეტი — გ. 16 ოქტომბერი, 1971, თბილისი) –
პოეტი, საზოგადო მოღვაწე.
იყო საქართველოს ალკკ ცენტრალური კომიტეტის ბეჭდვითი სიტყვის განყოფილების მდივანი. დაამთავრა ფოთის გიმნაზია და სწავლა განაგრძო თბილისის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1924 წელს გადადის მოსკოვის ვ. ბრიუსოვის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში. ალიო მირცხულავა იყო საქართველოს მწერალთა კავშირის პირველი მდივანი, სსრ კავშირისა და საქართველოს მწერალთა კავშირის პირველი გამგეობისა და პრეზიდიუმის წევრი, ჟურნალების „მნათობისა“ და „დროშის“ რედაქტორი, საქართველოს წიგნის პალატის დირექტორი.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments