კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ალექსანდრე გობრონიძე (დ. 17 ოქტომბერი, 1925, სოფ. ლიხაური,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტი — გ. 2004) – პედაგოგი, პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1986), პროფესორი (1987). 1991–1996 წლებში იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და თავმჯდომარის მოადგილე. 1946 წელს დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკულტეტი. მუშაობდა სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე, 1957–1964 წლებში — ლიხაურის საშ. სკოლის დირექტორად, 1964 წლიდან — ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის დაწყებითი განათლების პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანად. 1975 წლიდან იყო ამ ინსტიტუტის პედაგოგიური კათედრის გამგე. იკვლევდა პედაგოგიური თეორიისა და ისტორიის პრობლემებს. დაკრძალულია ბათუმში, ფერიის პანთეონში.
   
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments