კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ალიოშა რობაქიძე (1924-2003)
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფილაქტიკური მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1946 წელს. 1947–1951წწ. იყო მთაწმინდის რაიონის ონკოლოგიური პუნქტის გამგე; 1948–1949წწ. სტომატოლოგიური ინსტიტუტის ნორმალური ფიზიოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1948 წლიდან მუშაობდა კურორტოლოგიის, ფიზიოთერაპიის და რეაბილიტაციის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში. იყო წყალტუბოს, საირმის, ლაშიჭალისა და სიმონეთის კურორტთა კონსულტატი. ავტორია 114 სამეცნიერო ნაშრომისა.
დაკრძალულია თბილისში, მუხათგვერდის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments