ამირან კალაძე (დ. 3 მაისი, 1945, სოფ. ეწერი, სამტრედიის რაიონი — გ. 27 ივნისი, 1995) — პოლიტიკოსი, ესტონური ენისა და ლიტერატურის მთარგმნელი, მწერალი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1970 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. ესტონეთში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ დარჩა ტალინში, მუშაობდა ტალინის ფოლკლორის ოპერატორად. თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა ესტონეთში, სადაც შექმნა ოჯახი. გარდაიცვალა ტრაგიკული შემთხვევისას საქართველოში. 1995 წელს ამირან კალაძე შეეწირა მის პოლიტიკურ მრწამს. მედრიონელებმა ის ცივ მდინარეში დგომით დასაჯეს და მალევე გულის შეტევით გარდაიცვალა. დაკრძალულია სოფელ ეწერში, სამტრედიის მუნიციპალიტეტი.

