ამირან კახიძე (დ. 8 ივნისი, 1935, სოფ. ქვედა ჩხუტუნეთი,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი — გ. 11 ნოემბერი, 2023) – არქეოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1981), ემერიტუსი. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი 2004-2005 წ.წ. მისი სამეცნიერო კვლევის ობიექტს წარმოადგენს ფიჭვნარის ნაქალაქევი, სადაც 1963 წლიდან მოღვაწეობს. ფიჭვნარის მასალის შესწავლითა და გამოქვეყნებით იგი მსოფლიოში ცნობილ ანტიკოსად იქცა. ბოლო წლებში დაინტერესდა მეტალურგიით. აღსანიშნავია მის მიერ აღმოჩენილი ფერადი ლითონების მიღების უძველესი ტექნოლოგია, ჰიდრომეტალურგია, რომელიც მსოფლიო მნიშვნელობის სიახლეა. დაკრძალულია ბათუმში, ფერიის პანთეონში.

