კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ამირან შალიკაშვილი (1939-2018) – ქართული პანტომიმის სკოლის ფუძემდებელი, მსახიობი, რეჟისორი. 1960 წელს დაამთავრა თბილისის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებლის სარეჟისორო ფაკულტეტი, 1964 წელს – თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი დრამის მსახიობის სპეციალობით. 1961 წლიდან არის ქართული პროფესიონალური პანტომიმის სკოლის ფუძემდებელი. 1965–1969 წლებში იყო მუსკომედიის, ხოლო 1969–1973 წლებში — მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი. 1973–1975 წლებში იყო ფილარმონიის პანტომიმის დასის ხელმძღვანელი. 1975 წლიდან არის პანტომიმის სახელმწიფო თეატრის დამაარსებელი და მის შემდეგ დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. აგრეთვე არის თბილისის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში პანტომიმის განხრის დამაარსებელი (1978). 1999 წლიდან – ბათუმის სახელმწიფო ხელოვნების ინსტიტუტის პანტომიმის სარეჟისორო და სამსახიობო სახელოსნოს ხელმძღვანელი. დაკრძალულია თბილისში, მახათას მთის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. მის გვერდით დაკრძალულია მისი მეუღლე  კირა მებუკე (დ. 19 მაისი, 1952 — გ. 18 იანვარი, 2019) — მოცეკვავე, მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი (1987); პირველი ქართველი მიმი ქალი-მსახიობი.
   
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments