ამირან შერვაშიძე (1914-1987) –
მწერალი.
დაამთავრა კიევის კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სასცენო განყოფილება 1935 წელს. მუშაობდა თბილისის “სახკინმრეწვის” სასცენარო განყოფილებაში, აჭარის რევოლუციის მუზეუმში; იყო აჭარის განათლების კომისარიატის სალექციო ბიუროს უფროსი, საზოგადოება “ცოდნის” აჭარის განყოფილების ლექტორი; სამწერლო მოღვაწეობა მოთხრობების, ნოველებისა და რომანების წერით დაიწყო; გამოაქვეყნა კრებულები: “ბაგრატიონი”, “ყიზლარიდან ბოროდინომდე”, “ერთგულება”, “პრომეთეოსის ქალიშვილი”, “პროვინციელები” და სხვ; დაწერილი აქვს ცხრა პიესა, მათგან შვიდი ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე დაიდგა. მისი ინიციატივითა და ძალისხმევით შეიქმნა ბათუმის ზღვისპირა პარკში გამოჩენილ მწერალთა ბიუსტების ხეივანი.
დაკრძალულია ბათუმში, ფერიის პანთეონში.

