ამირან ტაკიძე (1935-2004) – საქართველოს დამსახურებული არტისტი. სოფელ ვან-ზომლეთის (ჩოხატაურის რ-ნი) საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1957-1961წწ. სწავლობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ბათუმის (1961-1980 და 1992 წლიდან), თბილისის ს. ახმეტელის სახელობის დრამატულ (1980-1992) თეატრებში. დაკრძალულია ბათუმში, ფერიის პანთეონში.

