კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ანა (ცქვიტი) ხახუტაშვილი (დ. 1886, სოფ. მეჯვრისხევი (გორის რაიონი) — გ. 2 სექტემბერი, 1960, თბილისი)
 საბავშვო მწერალი.
1902 წელს მუშაობა დაიწყო ფოსტა-ტელეგრაფის უწყებაში, სადაც აქტიურად ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში, რისთვისაც 1906 წელს სამსახურიდან დაითხოვეს. 1907 წელს ჟურნალ „ნაკადულში“ გამოქვეყნდა ანა ხახუტაშვილის პირველი მოთხრობა „მიტოს გაბედულობა“. აქედან მოყოლებული, მისი მოთხრობები სისტემატურად იბეჭდებოდა „ცქვიტის“ ფსევდონიმით. 1909 წელს წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ სტიპენდია დაუნიშნა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მასწავლებლობდა ჯერ გორის, ხოლო შემდეგ თბილისის ქალთა გიმნაზიაში და თან ლიტერატურულ მოღვაწეობას ეწეოდა. 1916 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments