კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ანასტასია თუმანიშვილ-წერეთელი (1849, თბილისი ― გ. 7 თებერვალი/1932)
საბავშვო მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე.
თბილისში დაამთავრა ჯერ ფავრის პანსიონი, შემდეგ ამიერკავკასიის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტი (1865). იყო “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” აქტიური წევრი., “მასწავლებელ და აღმზრდელ ქალთა საურთიერთო დახმარების საზოგადოებისა” და ქალთა საზოგადოება “განათლების” დამმარსებელი. განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის საყმაწვილო ჟურნალისტიკის განვითარებაში. 1883 ჟურნალ “ნობათში” თანამშრომლობდა. 1890 დააარსა ჟურნალ “ჯეჯილი”, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ქართულ საბავშვო ლიტერატურის განვითარებაში იყო ჟურნალ “კვალის” თანარედაქტორი.
დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments