ანატოლი კაჭარავა (1910-1982)
ლეგენდარული ქართველი კაპიტანი.
დაიბადა სოხუმში. სოხუმისინდუსტრიული ტექნიკუმის არასრული კურსის გავლის შემდეგ შრომითი საქმიანობა დაიწყო შავი ზღვის სანაოსნოს გემებზე.
1928 წელს სწავლა განაგრძო თავდაპირველად ქ.ხერსონის საზღვაო სასწავლებელში, მოგვიანებით კი დაამთავრა შორეული აღმოსავლეთის თევზ სამეწარმეო ტექნიკუმი.
მეორე მსოფლიო ომის წლებში უფროსი ლეიტენანტი ანატოლი კაჭარავა ყინულმჭრელ -ორთქლმავალ-“АлександрСибиряков” -ს მეთაურობდა, რომელმაც 1942 წლის 25 აპრილს არათანაბარ ბრძოლაში მოიგერია და უკუაქცია გერმანელთა კრეისერი-“Admiral Scheer”-ი(ადმირალშეერი)
ომის დამთავრების შემდეგ ჩრდილოეთის საზღვაო მიმართულებისა და მურმანსკის სანაოსნოს არაერთი გემის კაპიტანია.
1967 წელს მის იინიციატივითა და თაოსნობით ბათუმში დაარსდა საქართველოს საზღვაო სანაოსნო ,რომელსაც 1967-1979 წლებში თავადვე ხელმძღვანელობდა.
დაქორწინებული იყო ქართველ კინოვარსკვლავ-ნატოვაჩნაძეზე.
ანატოლი კაჭარავა გარდაიცვალა 1982 წლის 8 მაისს, დაკრძალულია ქ. ბათუმში, საქართველოს სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ტერიტორიაზე.
ტექსტის ავტორია – პაატატაბაღუა.



