კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ანატოლი მილჩენკო (1938-2011) –
ფეხბურთის მსაჯი. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა და საინსპექტორო კომიტეტის თავმჯდომარე (1998-იდან). საქართველოს მსაჯთა აკადემიის რექტორი.
დაიბადა ბორჯომში. თამაშობდა ბორჯომის “განთიადში” (1955), თბილისის ასკ-სა (1956-61) და სოხუმის “დინამოში” (1962-63). საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. 30-ზე მეტი საერთაშორისო მატჩის, მათ შორის მოსკოვის ოლიმპიადის (1980), მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების შესარჩევი ტურნირების, მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის (1979) და უეფას იუნიორთა ტურნირის (1975) არბიტრი. სულ სსრკ ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში იმსაჯა 202 მატჩი (1967-86, მეორე შედეგი), საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში – 38 (1990-91). 13-ჯერ დაასახელეს სსრკ 10 საუკეთესო მსაჯს შორის.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს კომერციულ სასაფლაოზე.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments