კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ანდრია ბენაშვილი (დ. 4 აპრილი, 1868, თბილისი — გ. 28 ივნისი, 1941, სოხუმი) – გენერალ-ლეიტენანტი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებელი. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. 1918 წლიდან ხელმძღვანელობდა ამიერკავკასიის არმიის სამხედრო–ტოპოგრაფიულ განყოფილებას; 1915-1916წწ. ირიცხებოდა კიევის სამხედრო ოლქის შტაბის რეზერვში. 1916-1917წწ. მეთაურობდა კამიშინის 404-ე ქვეით პოლკს. 1917-1918წწ. იყო XXXII-ე საარმიო კორპუსის შტაბის უფროსი, 105-ე ქვეითი დივიზიის უფროსი. 1905-1916წწ. კითხულობდა ლექციათა კურსს პეტერბურგის (პეტროგრადის) ტექნოლოგიურ ინსტიტუტში და სამხედრო-საინჟინრო აკადემიაში. 1918-1921წწ. მსახურობდა ქართულ ჯარში. 1918 წლის 26 ივლისს დაინიშნა ქართული ჯარის ზურგისა და მომარაგეობის უფროსად, ერთხანს ასრულებდა ქართული სამხედრო სკოლის უფროსის თანამდებობას, იყო არმიის შტაბის სამხედრო-ტოპოგრაფიული განყოფილების უფროსი, სამხედრო მინისტრის თანაშემწე, კითხულობდა ლექციათა კურსს სამხედრო ტოპოგრაფიასა და გეოდეზიაში ქართულ სამხედრო სკოლაში. 1918 წელს იქნა მოწვეული პროფესორად ახლად გახსნილ ტფილისის უნივერსიტეტში (იყო მისი ერთ-ერთი დამაარსებელი). 1921 წელს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ გავიდა თადარიგში. აქტიური მონაწილეა 1922 წლის იანვრიდან ტფილისის უნივერსიტეტში პოლიტექნიკური ფაკულტეტის გახსნისა. იყო თბილისის ფიზიკური ობსერვატორიის დირექტორი; 1918–1936წწ. ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასტრონომიისა და გეოდეზიის კათედრას; 1919–1921წწ. იყო მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანი. 1923-1941წწ. კითხულობდა ლექციებს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. ითვლება ამ ინსტიტუტის ერთ-ერთ დამაარსებლად.  გარ­და­იც­ვა­ლა 1941 წლის 22 ივ­ნისს ქ. სო­ხუმ­ში. “მი­სი ცხე­და­რი ჩა­მო­ას­ვე­ნეს თბი­ლის­ში და დაკ­რ­ძა­ლეს ვა­კის პან­თე­ონ­ში. ამის შე­სა­ხებ არა­ერთ გა­მო­ცე­მა­შია მი­თი­თე­ბუ­ლი, თუმ­ცა, ზუს­ტად, სად მდე­ბა­რე­ობ­და მი­სი საფ­ლა­ვი, თა­ნამედ­რო­ვე­თა­გან არა­ვინ, არც მის­მა შთა­მო­მავ­ლებ­მა იცოდ­ნენ. არა ერთ­ხელ სცა­დეს ა. ბე­ნაშვი­ლის საფ­ლა­ვის მიკ­ვ­ლე­ვა, თუმ­ცა უშე­დე­გოდ. რკი­ნის გი­სო­სე­ბით შე­მოზ­ღუ­დუ­ლი ან­დ­რია ბე­ნაშ­ვი­ლის საფ­ლა­ვი მოკ­რ­ძა­ლე­ბუ­ლი და სა­დაა, რო­მე­ლიც არაფ­რით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა მიმ­დე­ბა­რე საფ­ლა­ვე­ბი­სა­გან. უფ­რო მე­ტიც, შა­ვი მარ­მა­რი­ლო­ე­ბით მო­პირ­კე­თე­ბულ მრა­ვალ საფ­ლავ­თა შო­რის იგი უფე­რუ­ლად და სა­ვა­ლა­ლო­დაც კი გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. კარ­თან ია­სამ­ნის ბუჩ­ქის ნა­ყა­რია, საფ­ლა­ვის მთელ სივ­რ­ცე­ზე კი ბა­ლა­ხე­ბია მო­დე­ბუ­ლი. მხო­ლოდ გი­სო­სებ­ზე მი­მაგ­რე­ბუ­ლი ქვის და­ფა გვამ­ც­ნობს, რომ აქ ღვაწ­ლ­მო­სი­ლი ადა­მი­ა­ნის ნეშ­თი გა­ნის­ვე­ნებს. და­ფა­ზე ორი წარ­წე­რაა: ერ­თი ქარ­თუ­ლად – „დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი მეც­ნი­ე­რი, მოღ­ვა­წე, პრო­ფე­სო­რი ან­დ­რია მი­ხე­ი­ლის ძე ბე­ნაშ­ვი­ლი (1867-1941)“ და მე­ო­რე რუ­სუ­ლად – „ზი­ნა­ი­და მი­ხე­ი­ლის ასუ­ლი ბე­ნაშ­ვი­ლი (1866-1948)“. (გაზ. თბილისის უნივერსიტეტი, 2018 წლის 22 მაისი).  2026 წელს გადმოასვენეს თსუ ეზო-პანთეონში.

               

 

Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted