კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ანდრია სინაური (1896-1976) – პოეტი. დაიბადა 1896 წ. 5 ნოემბერს. სწავლობდა ქუთაისის რეალურ სასწავლებელში, შემდეგ კერძო გიმნაზიაში, 1912 წლიდან კი, კრონშტადტის საზღვაოსნო სკოლაში. 1917 წ. რევოლიციამ კავკასიის ფრინტზე მოუსწრო, მოიხადა ტიფი,მოეყინა მუხლის სახსრები,მიიღო ძლიერი კონტუზია. გონწასული გამოიყვანეს იგი ბრძოლის ველიდან დამშობლიურ კერას დაუბრუნეს. გაუჭირდა ჯამრთელობის აღდგენა. ბრძოლა აღარ შეეძლო და სწავლა გააგრძელა ექსტერნის წესით, მოიპოვა საშ. სკოლის ატესტატი და ჩაირიცხა პოლიტექნიკური ინ–ტის სასოფლო–სამეურნეო ფაკილტეტზე, პარალელურად სწავლობდა თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების და ფილოსოფიის ფაკულტეტზე. 1921 წ. საქ. საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისას წითელი არმიის ოფიცერი გახდა. ხელმძღვანელობდა ჯარის კულტურულ–საგანმანათლებლო სამსახურს. მაგრამ თავი იჩინა სამოქალაქო ომში მიღებულმა ტრამვებმა, ჩაეკირა სახსრები, მკურნელობა ამაო აღმოჩნდა, 1925 წ. მაისიდან იგი, სამუდამო მკვიდრი გახდა სარეცლისა…… 55 წელი იცოცხლა სარეცლის ცხოვრებით, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ,,მწვანე ყვავილას სასაფლაოზე” მიუჩინეს სამუდამო განსასვენებელი.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments