კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ანდრია ყარაშვილი (დ. 30 ნოემბერი, 1857, თბილისი — გ. 15 მარტი, 1925, იქვე)
კომპოზიტორი, პედაგოგი.
1873 წელს განათლების მისაღებად გაემგზავრა იტალიაში. 1877 წელს სწავლა განაგრძო კონსტანტინეპოლის სასულიერო სასწავლებელში, სადაც სხვა საგნებთან ერთად ეუფლებოდა ორღანზე დაკვრას და კოპოზიციას. 1878 წელს ჩავიდა პეტერბურგში და ჩაირიცხა კონსერვატორიის სავიოლინო კლასში. 1881 წელს დატოვა პეტერბურგი და ვარშავაში გაემგზავრა. აქ იგი შევიდა კონსერვატორიაში და მეცადინეობდა პროფესორ ისიდორ ლოტოს კლასში, რომელიც წარმატებით დაამთავრა 1885 წელს და იქვე დატოვეს პროფესორის ასისტენტად.
ვარშავაში დაიწყო ა. ყარაშვილის შემოქმედებითი, საშემსრულებლო და პედაგოგიური მოღვაწეობა. დიდი ამაგი დასდო მევიოლინეთა ქართული კადრების აღზრდას. მეოცე საუკუნის დამდეგს თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში დააარსა მოწაფეთა პირველი სიმებიანი კვარტეტი. ღვაწლმოსილ კომპოზიტორსა და საზოგადო მოღვაწეს ჩაფიქრებული ჰქონდა დაეწერა ოპერა „ვეფხისტყაოსანი“, მაგრამ არ დასცალდა — შემორჩენილია ნაწყვეტები ამ დაუმთავრებელი ოპერიდან. იგი იყო საქართველოს ფილარმონიული საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments