ანდრო კიკნაველიძე (1927-2007) –
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1972), პროფესორი (1976), აგროეკონომისტი. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი
დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგროეკონომიკის ფაკულტეტი 1953 წელს.
1954–1960წწ. მუშაობდა ჩაის მრეწველობის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (ანასეული) ეკონომიკის განყოფილების გამგედ; 1960–1963წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის ეკონომიკისა და ორგანიზაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების გამგედ; 1966–1973წწ. დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო ნაწილში; 1963–1966წწ. სახალხო მეურნეობის ეკონომიკის და დაგეგმვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების გამგედ; 1973–1981წწ. საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ; 1981–2001წწ. საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტში აგროსამრეწველო საწარმოთა ორგანიზაციის კათედრის გამგედ; 2001–2006წწ. პროფესორის თანამდებობაზე. მისი სამეცნიერო ნაშრომები ეძღვნება საქართველოს სოფლების ეკონომიკისა და სოციალური განვითარების თეორიისა და პრაქტიკის, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეკონომიკის, ორგანიზაციის, მართვისა და დაგეგმვის საკითხებს.
დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე.

