ანდრო თევზაძე (დ. 3 იანვარი, 1912, სოფელი გომი, ახლანდელი სამტრედიის მუნიციპალიტეტი — გ. 6 აპრილი, 1967, თბილისი) –
პოეტი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი.
1930 წელს დაამთვარა სამტრედიის პედაგოგიური ტექნიკუმი და მუშაობა დაიწყო მშობლიური სოფლის სკოლაში მასწავლებლად. შემდეგ შევიდა თბილისის უნივერდიტეტში ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1940 წელს და დაინიშნა ჟურნალ ოქტომბრელის პასუხისმგებელ მდივნად. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა საარქივო სამმართველოში, გაზეთ „კომუნისტში“, საქართველოს რადიო კომიტეტში, იყო მწერალთა კავშირის აჭარის განყოფილების მდივანი, გამომცემლობა „საბჭოთა მწერლის“ დირექტორი და სხვა. ანდრო თევზაძემ ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1936 წელს. ქართულ მწერლობაში მისი ლირიკული ლექსების კრებულებმა „ვარსკვლავების ღიმილი“, „დიდება გმირებს“, „განახლდა გული“, და სხვა. პოპულარობა მოიპოვეს მკითხველთა ფართო წრეებში. საყურადრებოა ანდრო თევზაძის მონოგრაფია, კრებული „ლიტერატურული წერილები და ნარკვევები“, რომანი „ორლესული“ და მრავალი სხვა. პოეტის ლექსები თარგმნილია რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, სომხურ, უკრაინულ და სხვა ენებზე.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
