კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ანგია ბოჭორიშვილი (დ. 16 დეკემბერი, 1902, სოფ. ლახამულა, მესტიის მუნიციპალიტეტი ― გ. 15 აპრილი, 1982, თბილისი)
ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი, ფილოსოფიური ანთროპოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი (1939), პროფესორი (1942), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1955), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961).
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი 1925 წელს.
იმავე წლიდან დაიწყო სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა. 1942-1955წწ. ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში განაგებდა მისივე თაოსნობით დაარსებულ ფსიქოლოგიის კათედრას. 1955-1957წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, 1960-1968წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების პერიოდული სამეცნიერო ჟურნალის “მოამბე”, ხოლო 1964 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალის “მაცნე” ფსიქოლოგიის სერია მთავარი რედაქტორი. 1960-1962წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ფსიქოლოგიის ისტორიის განყოფილების, ხოლო 1962-1967წწ. ფილოსოფიის ინსტიტუტის ბუნებისმეტყველების ფილოსოფიის განყოფილების გამგე. 1967 წლიდან განაგებდა ამავე ინსტიტუტის მის მიერვე დაფუძნებულ ფილოსოფიური ანთროპოლოგიის განყოფილებას. ა. ბოჭორიშვილის კვლევა-ძიების ძირითადი სფერო ფსიქოლოგიის ფილოსოფიური პრობლემებია, ფსიქოლოგიის მეთოდოლოგია, პედაგოგიკის ფსიქოლოგიური საფუძვლები, ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ისტორია, ენის ფილოსოფია, ესთეტიკა, ანთროპოლოგიაა. მან სამეცნიერო მიმოქცევაში შეიტანა ახალი ცნება, – “ფსიქოლოგიზმი ფსიქოლოგიაში”. იგი იყო არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო ფორუმის მონაწილე და ორგანიზატორი.
დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments