კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ანტონ ფილიპოვი (1921-2013) –
საქართველოს დამსახურებული მხატვარი, საპატიო ბათუმელი.
დაიბადა ქუთაისში. დაამთავრა ბათუმის I საშუალო სკოლა 1936 წელს. 1937 წელს შევიდა ბათუმის სამხატვრო სასწავლებელში, საიდანაც მოხალისედ წავიდა მეორე მსოფლიო ომში. დემობილიზაციის შემდეგ, 1946-1947წწ. სწავლა განაგრძო თბილისის სამხატვრო ტექნიკუმში; 1947-1954წწ. სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. 1954 წლიდან იყო ბათუმის თეატრის მთავარი მხატვარი. დაკრძალულია ბათუმში, ფერიის სასაფლაოზე.
საფლავის სურათები მოგვაწოდა ქალბატონმა ქეთევან ფილიპოვამ.
   
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments