კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ანტონ ფურცელაძე (დ. 6 დეკემბერი, 1839, სოფ. მერეთი, გორის მუნიციპალიტეტი ― გ. 3 ნოემბერი, 1913, სოფ. არბო) –
მწერალი, პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი.
1867 წელს ა. ფურცელაძე ტოვებს თბილისს, მუშაობას იწყებს ზუგდიდში სასამართლოს გამომძიებლად. “დროებაში” თანამშრომლობა მას ამის შემდეგაც არ შეუწყვეტია. 1869 წელს იგი კვლავ თბილისში ბრუნდება. სწორედ ამ პერიოდში წერს ა. ფურცელაძე რომანს “მაცი ხვიტია” და ტრაგედიას “დიდი მოურავი” (1899წ.). 1905 წელს ა. ფურცელაძე სათავადაზნაურო ბანკის თავმჯდომარედ იქნა არჩეული. 1911 წელს ა. ფურცელაძემ ბანკში სამსახურს თავი დაანება და მუდმივ საცხოვრებლად გადასახლდა სოფელ არბოში. ამის შემდეგ მას დიდხანს არ უცოცხლია.
გარდაიცვალა 1913 წლის 3 ნოემბერს, თანახმად ანდერძისა, დაასაფლავეს სოფელ მერეთში.
საფლავის ფოტოს მოწოდებისათვის დიდ მადლობას ვუხდით ქალბატონებს ციური რობანიშვილს, იმედო ხუციშვილს და თამარ რემიშვილს.
         

მე წილად მხვდა ხვედრი მწარე, ძნელად საამო
ჩვენს იარებსა და წყლულებში ხელების რევა
მით წყლულებში ———————- და მის გამო
შევიძინევი მოძმეთაგან ლანძღვა და წყევა
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments