კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ანზორ აბულაშვილი (დ. 3 მაისი, 1932, ჯუგაანი, სიღნაღის მუნიციპალიტეტი – გ. აგვისტო, 2013) —  პოეტი და ფილოლოგი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი.
დაამთავრა თბილისის პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი 1961 წელს. ლექსების წერა ადრეულ ასაკში დაიწყო, პირველი კრებული ოცი წლისამ გამოაქვეყნა გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტში“. 1961 წელს ჟურნალმა „ნაკადულმა“ გამოსცა ანზორ აბულაშვილის ლექსების პირველი წიგნი, ანზორ აბულაშვილის ლექსმა „მახარობელი“, რომელსაც წილად ხვდა სახალხო აღიარება და სიყვარული, თავისი ადგილი დაიმკვიდრა პოეზიაში. ანზორ აბულაშვილი ავტორია მრავალი საბავშვო ლექსისა. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments