ანზორ დოლენჯაშვილი (დ. 5 ოქტომბერი, 1954, სოფ. კარდანახი, გურჯაანის მუნიციპალიტეტი, — გ. 8 აპრილი, 2022) – რეჟისორი. საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1975–1976 წლებში იყო კინომსახიობთა თეატრის რეჟისორის თანაშემწე, 1977–1978 წლებში — ფოთის სახელმწიფო თეატრის მსახიობი. 1981 წელს საინგილოში დააარსა ალიბეგლოს ქართული სახალხო თეატრი. ამავე წლიდან 2000 წლამდე იყო მისი სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი. დაკრძალულია მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

