კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ანზორ ერქომაიშვილი (დ. 10 აგვისტო, 1940, ბათუმი — გ. 31 მარტი, 2021, თბილისი) – მუსიკოსი, ფოლკლორისტი, ხელოვნების მუშაკი, საგუნდო დირიჟორი, ხალხური სიმღერების შემკრები. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე. 1968 წლიდან არის ვოკალურ ანსამბლ „რუსთავის“ ხელმძღვანელი. ანსამბლთან ერთად საგასტროლოდ იყო საზღვარგარეთის მრავალ ქვეყანაში. 1972–1975 წლებში რუსთავის სამუსიკო სკოლის დირექტორი. გამოცემული აქვს მის მიერვე ჩაწერილი და გაშიფრული 7 ქართული (გურული) ხალხური სიმღერა. გარდაიცვალა 2021 წლის 31 მარტს, COVID-19-ით გამოწვეული გართულებების შედეგად. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში. საფლავის ფოტო აღებულია ანსამბლ “რუსთავის” გვერდიდან.

საფლავის ძველი სახე
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments