კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ანზორ ჯაიანი (1934-2005) – უშიშროების გენერალი. სსრკ სახელწიფო უშიშროების საპატიო თანამშრომელი 1956 წლიდან, აჭარის ასსრ სახელმწიფო უშიშროების თავმჯდომარე (1981-1989), დაჯილდოებულია 12 მედლით და 2 ორდენით. დაიბადა მესაზღვრის ოჯახში. 1953 წელს დაამთავრა ტაშკენტის სუვოროველთა სამხედრო სასწავლებელი, 1955 წელს ხარკოვის სასაზღვრო სასწავლებელი, ხარკოვის იურიდიული ინსტიტუტი და უშიშროების უმაღლესი სკოლის ასპირანტურა. 1964 წელს გადმოყვანილ იქნა საქართველოს სსრ სახ.უშიშროების კომიტეტში. 1982-91 წლებში იყო აჭარის ასსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე. 1991 წლიდან მუშაობდა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის საგარეო დაზვერვის აპარატში. იქნა მივლინებული მაროკოში, სადაც იყო საგარეო დაზვერვის წარმომადგენელი. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments