კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ანზორ კიკნაძე (დ. 26 მარტი, 1934, ბადიაური, საგარეჯოს რაიონი — 17 ნოემბერი, 1976, თბილისი)
ქართველი ძიუდოისტი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ევროპის 4-გზის ჩემპიონი (1962, 1964, 1965, 1966) და 2-გზის ვერცხლის პრიზიორი (1967, 1968). მსოფლიო ჩემპიონატის 2-გზის ბრინჯაოს პრიზიორი (1965, 1967). მონაწილეობა მიიღო 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა (+80 კგ.).
1985 წლიდან თბილისში რეგულარულად ტარდება მისივე სახელობის ჭაბუკ ძიუდოისტთა ტურნირი. იგი, ასევე, წარმატებულად მუშაობდა დირექტორად ხარაგაულის, სიონის და ქარელის საკონსერვო და ხილ–კენკროვანი მეღვინეობის ქარხნებში.
დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე. საფლავის ქვა დაამზადებინა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ძიუდოში ისაო ინოკუმამ.
   
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments