კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ანზორ მუსერიძე (1933-1993) – საქართველოს დამსახურებული ინჟინერი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1956 წელს. 1976 წელს დაინიშნა საქართველოს სსრ სამელიორაციო გაერთიანების უფროსად; 1978 წლიდან წლების განმავლობაში იყო საქართველოს სსრ წყალსამეურნეო ობიექტების მშენებლობის მთავარი სამმართველო “საქმთავარწყალმშენის” უფროსი; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენდა ზემო ალაზნის, ტირიფონის, ხაშურის და წნორის მეცხოველეობის კომპლექსის სარწყავი სისტემები, ზონკარის, ალგეთის, დალისმთის წყალსაცავები, დამშრობი სისტემები კოლხეთის დაბლობზე, სამრეწველო, სამოქალაქო, ჯანმრთელობის დაცვის დანიშნულების ობიექტები საქართველოს, შუა აზიის რესპუბლიკების, დაღესტნის, ყაბარდო-ბალყარეთის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე; დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს ზედა პანთეონში, წმ. გიორგის ეკლესიის ეზოში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments