კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

აპოლონ ქუთათელაძე (დ. 29 დეკემბერი, 1899, სოფ. ივანდიდი, ახლანდელი ხონის მუნიციპალიტეტი — გ. 25 ივნისი, 1972, თბილისი)
ქართველი მხატვარი, ფერმწერ-ბატალისტი, სსრ კავშირის სახალხო მხატვარი, სსრ კავშირის სამხატვრო აკადემიის წევრ-კორესპოდენტი, პროფესორი. სამხატვრო აკადემიის რექტორი.
1906 წლიდან სწავლობდა ფოთის გიმნაზიაში, 1916-1921 წლებში მოხალისედ წავიდა ჯარში, მსახურობდა პოლკოვნიკ, თავად ზაქარია თუშმალიშვილის პოლკში. 1921 წ. საქართველოს დამოუკიდებლობის დასაცავად, კურსანტებთან ერთად წითელი არმიის წინააღმდეგ იბრძოდა კოჯრისა და ტაბახმელის მიდამოებში. მოკლე დროის მანძილზე მეტეხის ციხეში იჯდა და დახვრეტასაც გადაურჩა.
1922-1926 წლებში სწავლობდა და დაასრულა ახლად დაარსებული თბილისისი სამხატვრო აკადემიის ფერწერის განყოფილება, პროფესორების ევგენი ლანსერეს, იოსებ შარლემანის და გიგო გაბაშვილის ხელმძღვანელობით. აკადემიის დამთავრების შემდეგ მუშაობას იწყებს სატირულ ჟურნალში მთავარ რედაქტორად, პარალელურად მონაწილეობს თბილისსა და მოსკოვში გამართულ გამოფენაში. ამ პერიოდში შექმნა ფერწერული ტილოები „1905 წელი საქართველოში“, „გიორგი სააკაძე მარაბდის ბრძოლაში“, „ნასაკირალის ბრძოლა“ ასევე მოხატა ქ. ფოთის თეატრი.
1928 წელს აპოლონ ქუთათელაძე პროფესიული დაოსტატების მიზნით მიემგზავრება ლენინგრანდში. ერთ წლის შემდეგ მოღვაწეობას განაგრძობს მოსკოვში.
1942 წელს ა. ქუთათელაძე მოსკოვიდან მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდა. იგი მუშაობას იწყებს თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის კათედრაზე, ხელმძღვანელობს ბატალურ და ჟანურულ სახელოსნოებს:
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments