გიორგი არადელი-იშხნელი (დ. 20 ივნისი [ ძვ. სტ. 8 ივნისი], 1882 სოფ. არადეთი, ახლანდელი ქარელის მუნიციპალიტეტი ― გ. 1 თებერვალი, 1920, გორი) —
მსახიობი.
განათლება მიიღო თბილისის II გიმნაზიაში, 1903–1908 წლებში სწავლობდა ოდესის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. პარალელურად დაამთავრა (1906) რეჟისორ ა.დოლინოვის დრამატული კურსები და მონაწილეობდა ოდესის რუსული დრამატული დასის წარმოდგენებში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ 1908 წელს პირველად გამოვიდა თბილისის ქართული თეატრის სცენაზე დავით ერისთავის „სამშობლოში“ და ჩაირიცხა თბილისის დრამატულ დასში, სადაც სიკვდილამდე მოღვაწეობდა.
დაკრძალულია ქარელის მუნიციპალიტეტ სოფელ არადეთში.

