კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

არჩილ ცაგარელი (1913-1988) – ლონდონის გეოლოგიური საზოგადოების საპატიო წევრი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1936 წელს. 1939-1940წწ. ასწავლიდა სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1940 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის  გეოლოგიის ინსტიტუტში; 1951 წლიდან ხელმძღვანელობდა რეგიონული გეოლოგიის განყოფილებას; 1979-1981წწ. იყო ინსტიტუტის დირექტორი; 1940 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1951 წელს — სადოქტორო დისერტაცია; 1980 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი; 1954 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს ზედა პანთეონში, წმ. გიორგის ეკლესიის ეზოში.
 
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments