კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

არჩილ ელიაშვილი (დ. 25 ივლისი, 1904, თბილისი — გ. 16 დეკემბერი, 1971) – ელექტროტექნიკოსი, მეცნიერი, ინჟინერი. წარმატებით დაამთავრა თბილისის პირველი გიმნაზია და სწავლა განაგრძო გრენობლის (საფრანგეთი) პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, რომელიც ასევე წარმატებით დაამთავრა 1927 წელს. ახალგაზრდა სპეციალისტმა სამშობლოში დაბრუნებისთანავე განახორციელა ფოთისა და მისი მიდამოების ელექტროფიკაცია, მონაწილეობდა საქართველოს პირველი ელექტრო სისტემების დაპროექტებაში. პრაქტიკულ საქმიანობას კარგად უთავსებდა თეორიული საკითხების დამუშავებას. იყო საირიგაციო სისტემების ავტომატიზაციისა და ტელემექანიზაციის საკითხებზე ნაშრომების ავტორი. აღსანიშნავია, რომ მან ჩვენს ქვეყანაში პირველმა გამოიკვლია უკუკავშირიანი სისტემების მდგრადობის საკითხი. ა. ელიაშვილს დიდი წვლილი მიუძღვის თბილისის ელექტრომომარაგების საკითხის გადაჭრაში. მან საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ავტომატური მართვის განვითარების საქმეს. იგი იყო ელექტრონიკის, ავტომატიკისა და ტელემექანიკის (ეხლანდელი მართვის სისტემების) ინსტიტუტის შექმნის ინიციატორი და ხელმძღვანელი. მისი თაოსნობით დაიწყო და გაიშალა მუშაობა საქართველოში მათემატიკური ლინგვისტიკისა და ავტომატიკის დარგში. მისივე ხელმძღვანელობით რესპუბლიკაში პირველად განხორციელდა სახალხო მეურნეობის სხვადასხვა დარგის ავტომატიზაცია ახალი ტექნიკის გამოყენებით, შეიქმნა ჩვენთან პირველი უნივერსალური გამომთვლელი მანქანა. მეცნიერის ინიციატივით და თაოსნობით შეიქმნა ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ქართული ლექსიკონი. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments