კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

არჩილ გელოვანი (დ. 14 ნოემბერი, 1915 — გ. 19 აგვისტო, 1978) –
საბჭოთა სამხედრო მშენებლობის ისტორიაში საინჟინრო ჯარების პირველი მარშალი (1977), უკრაინისა (1962) და რსფსრ-ს (1971) დამსახურებული ინჟინერი.
დაიბადა საქართველოში, სოფელ სპათაგორში 1915 წელს. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი (1936) და ლენინგრადის ფელიქს ძერჟინსკის სახელობის სამხედრო-საზღვაო სასწავლებელი (1939) წელს. 1939 წლიდან მსახურობდა არმიაში. მეორე მსოფლიო ომის დროს ხელმძღვანელობდა სამხედრო-საზღვაო და საფორტიფიკაციო მშენებლობებს. 1945 წლიდან იყო შავი ზღვის ფლოტის საინჟინრო სამმართველოში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, 1949 წლიდან — სამხედრო-საზღვაო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, 1953 წლიდან კი — იმავე სამმართველოს უფროსი და შავი ზღვის ფლოტის სარდლის თანაშემწე მშენებლობის დარგში. 1964-1969 წლებში იყო სარაკეტო ჯარების მთავარსარდლის მოადგილე მშენებლობის დარგში და სამხედრო საბჭოს წევრი, 1969-1971 წლებში კი — სსრკ-ს თავდაცვის სამინისტროს სამშენებლო სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილე, 1971-1974 წლებში — სსრკ-ს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო ექსპერტიზის უფროსი, 1974-1978 წლებში კი — სსრკ-ს თავდაცვის მინისტრის მოადგილე სამხედრო მშენებლობისა და ჯარების განლაგების დარგში. ლენინური (1968) და სსრკ სახელმწიფო (1977) პრემიების ლაურეატი.
არჩილ გელოვანი გარდაიცვალა 1978 წელს. დაკრძალულია მოსკოვში, ნოვოდევიჩის სასაფლაოზე.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments