კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

არჩილ კერესელიძე (დ. 24 დეკემბერი, 1912, დაბა. ღუნიბი, დაღესტანი — გ. 21 დეკემბერი, 1971, თბილისი) –
კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი.
1922 წელს არჩილ კერესელიძე თბილისის კონსერვატორიაში ჩაირიცხა პროფესორ ანასტასია ვირსალაძის კლასში, სადაც იგი დაეუფლა განსაკუთრებულ პიანისტურ ტექნიკას და ჩამოუყალიბდა დახვეწილი მუსიკალური გემოვნება. 16-17 წლის ასაკში კერესელიძემ უკვე შექმნა ორი ცეკვა — „ფარიკაობა“ და „მთიულური“, რაზეც მან მაღალი შეფასება მიიღო თვით ზაქარია ფალიაშვილისაგან. ფალიაშვილმა კერესელიძე საკუთარ ბინაში წაიყვანა და ორკესტრობის პირველი გაკვეთილებიც თავად ჩაუტარა. მეორე კურსზე ყოფნისას კერესელიძე საკომპოზიტორო ფაკულტეტზე გადაიყვანეს, რაც აღმოჩნდა ახალი ეტაპი მისი პროფესიული ცოდნის გაღრმავების და დაუფლების გზაზე. იგი სულ რაღაც 17 წლის სტუდენტი იყო, როცა საოპერო თეატრის კონცერტმაისტერი გახდა. 1935 წელს კერესელიძე მოსკოვის კონსერვატორიაში ჩაირიცხა. გამოცდებზე აჩვენა რა კერესელიძემ ბრწყინვალე შედეგები იგი პირდაპირ მეორე კურსზე პროფესორ ნიკოლოზ მიასკოვსკის კლასში დასვეს. კერესელიძემ კონსერვატორიაში სწავლისას დაწერა „ტოკატა“, რომელმაც წარმატება ჰპოვა და სრულდებოდა მოსკოვში, ლენინგრადში (ახლანდელი სანქტ-პეტერბურგი) და თბილისში.  1942 წელს კერესელიძე კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში მუსიკალური ნაწილის გამგედ მიიწვიეს.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments