კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

არჩილ კოსტავა (დ. 12 დეკემბერი, 1937, ქუთაისი — გ. 11 თებერვალი, 2002) – ინჟინერი, გამომგონებელი, მეცნიერი, პედაგოგი. ქუთაისის პირველი პრეფექტი. 1960-1962 წლებში მუშაობდა ქუთაისის საავტომობილო ქარხანაში ინჟინერ-ტექნილოგად და კონსტრუქტორად. 1962 წელს სწავლა განაგრძო მოსკოვის მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის ცენტრალური ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1986 წლიდან — საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორი და სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელია. 1989-1993 წლებში ქუთაისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის რექტორი იყო. 1991 წელს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1991 წლის 22 მარტის დადგენილებით, არჩილ კოსტავა ქ. ქუთაისის პრეფექტად დაინიშნა. სხვადასხვა დროს აწარმოებდა კვლევას და კითხულობდა ლექციებს პრაღის, ვროცლავის და პეტერბურგის ტექნიკურ უნივერსიტეტებში. 1991 წლიდან იყო გელათის სასულიერო აკადემიის პროფესორი, 1997 წლიდან კი – აკადემიკოსი. მისი სამეცნიერო ინტერესების სფერო მოიცავდა ლითონების სიმტკიცის, მაღალი წნევების გამოყენების საკითხებს, ხახუნის თეორიას, ცვეთის პროცესების მოდელირებას და სხვა. ავტორია 130-ზე მეტი შრომის, 82 გამოგონების და პატენტის. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1975), პროფესორი (1982). მიღებული აქვს რუსეთის მინისტრთა საბჭოს პრემია (1986). არჩილ კოსტავა გარდაიცვალა 2002 წლის 11 თებერვალს. დაკრძალულია ქუთაისში, მწვანეყვავილას პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments