არჩილ ნატროშვილი (1905-1980) –
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი 1931 წელს. 1928-1930წწ. მუშობს საქართველოს მერძეული მესაქონლეობის კავშირის მეცხვარეობის ზოოტექნიკოსად; 1931-1933წწ. საქართველოს კოლმეურნეობის ცენტრში უფროს ზოოტექნიკოსად და საქართველოს მიწსახკომის სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა სანაშენე საქმის განყოფილებაში; 1937-1941წწ. საქართველოს მეცხოველეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცხვარეობა-მეთხეობის განყოფილების გამგედ; 1940-1949წწ. საგარეჯოს რაიონის უდაბნოს საბჭოთა მეურნეობის დირექტორად; 1949-1956წწ. საქართველოს მეცხოველეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად; 1956-1980წწ. საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის ჯერ მეცხვარეობის განყოფილების და შემდგომ ცხვრის მოშენების ლაბორატორიას ხელმძღვანელად.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.

