არჩილ სულაკაური (დ. 15 თებერვალი, 1927, თბილისი — გ. 26 აგვისტო, 1997, თბილისი) – პოეტი და პროზაიკოსი. დაჯილდოებულია შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიითა (1971) და „საპატიო ნიშნის“ ორდენით. არჩილ სულაკაურმა 1951 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. 1973 წლიდან სულაკაური იყო გამომცემლობა “ნაკადულის” დირექტორი, ხოლო 1982 წლიდან – ჟურნალ „მნათობის“ მთავარი რედაქტორი. პოეტის პირველი ლექსები 1946 წელს “ლიტერატურულ გაზეთში“ დაიბეჭდა, ხოლო 1951 წელს გამოვიდა მისი ლექსთა პირველი წიგნი. 1973 წლიდან იყო გამომცემლობა „ნაკადულის“ დირექტორი, 1982 წლიდან ჟურნალ „მნათობის“ მთავარი რედაქტორი. არჩილ სულაკაური გარდაიცვალა 1997 წელს, თბილისში. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. მასთან ერთად დაკრძალულია გიგი სულაკაური (დ. 16 ოქტომბერი, 1953, თბილისი — გ. 13 დეკემბერი, 2012) – პოეტი, მწერალი. დაიბადა 1953 წლის 16 ოქტომბერს, მწერალ არჩილ სულაკაურის ოჯახში. 1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ფილოლოგიის ფაკულტეტი. მუშაობდა ჟურნალ „მნათობში“. 2008 წელს იყო თბილისის საკრებულოს ლიტერატურული კონკურსის — „გალას“ ჟიურის წევრი.

