კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

არჩილ გურჯიძე (1915-1973) –

პოეტი.

1935 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ქუთაისში; პირველი ლექსი 1935 წელს გამოაქვეყნა გაზეთ “სტალინელში”. კიევში სწავლისას ის საფუძვლიანად გაეცნო უკრაინულ მწერლობას; სიცოცხლის ბოლომდე მეგობრობდა უკრაინელ პოეტებთან; მისი ნაწარმოებები სისტემატურად იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში; ავტორია კრებულებისა: “გავთალე ნედლი ლერწამი”, “ლირიკა”, “ფესვები”, “ყველგან ჩემი სახლია” და სხვ; მუშაობდა კულტურის სახლის დირექტორად, ალ. წულუკიძის სახლ-მუზეუმის დირექტორად, სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ბიბლიოთეკის გამგედ, საქართველოს მწერალთა კავშირის ქუთაისის განყოფილების ხელმძღვანელად, ამ განყოფილების პოეზიის სექციის ხელმძღვანელად. იყო ჟურნალ “რიონის” სარედაქციო კოლეგიის უცვლელი წევრი; ბოლოს გამომცემლობა “საბჭოთა საქართველოს” ქუთაისის ფილიალის რედაქტორი იყო; მისი უშუალო რედაქტორობით არაერთი მწერლის წიგნი გამოვიდა. დაიღუპა ტრაგიკულად.

დაკრძალულია ქუთაისში, მწვანეყვავილას პანთეონში.

Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments