კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

არისტო ჭუმბაძე (დ. 1 სექტემბერი, 1880, სოფ. კლდეეთი ზესტაფონის რაიონი — გ. 28 ნოემბერი, 1971, თბილისი)
მწერალი, ჟურნალისტი.
1905 წელს ჩაირიცხა და 1910 წელს დაამთავრა პარიზის სორბონის უნივერსიტეტი. იმავე წელს სამშობლოში დაბრუნდა და ქუთაისში დააარსა გაზეთი „კოლხიდა“, რომლის რედაქტორ-გამომცემელი თვითონ იყო. 1914 წელს იგი უკვე რედაქტორობს „სახალხო ფურცელს“. იგი არაერთხელ დააპატიმრეს. ამიტომ მან ამჯობინა კვლავ პარიზსში წასვლა და სორბონის უნივერსიტეტში იწყებს დისერტაციაზე მუშაობას ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე „გუსტავ ფლობერის ცხოვრება და შემოქმედება“. პირველმა მსოფლიო ომმა ხელი შეუშალა დასახული მიზნის ბოლომდე მიყვანას.
1915 წელს იაპონიაში საფრანგეთის ელჩად დაინიშნა ჟიუსენარიმ რომელმაც ჭუმბაძეს შესთავაზა თანამშრომლობა. იგი გაემგზავრა იაპონიაში და გახდა საფრანგეთის საელჩოს თანამშრომელი. შემდეგ ალჟირშიც მუშაობდა.
საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ის სამშობლოში ბრუნდება. 1937 წლამდე სხვადასხვა თანამდებობაზე მოღვაწეობდა. სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა 1905 წელს. გამოქვეყნებული აქვს მოთხრობები და ნოველები.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments