ავქსენტი ცაგარელი (დ. 21 თებერვალი [ძვ. სტ. 9 თებერვალი], 1857, სოფ. დიღომი — გ. 25 აგვისტო [ ძვ. სტ. 12 აგვისტო], 1902, თბილისი) — დრამატურგი და მსახიობი. 1879 წლიდან იყო თბილისში შექმნილი მუდმივი ქართული დასის აქტიური წევრი და დრამატურგი. ავქსენტი ცაგარელი კრიტიკული რეალიზმის წარმომადგენლად ითვლება. დრამატურგის პირველი პიესა — კომედია „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ (1878) საფუძვლად დაედო ამავე სახელწოდების ფილმს. აქვსენტი ცაგარელს ეკუთვნის დრამები, ლექსები, პუბლიცისტური წერილები და სხვ. ა. ცაგარელის დრამატულმა ნაწარმოებებმა დიდი აღიარება მოიპოვა. დაკრძალულია თბილისში, კუკიას სასაფლაოს შესასვლელში.