კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ავთანდილ პოპიაშვილი (დ. 25 მაისი, 1944, სოფ. გამარჯვება, დედოფლისწყაროს რაიონი — გ. 5 თებერვალი, 1998) – ფილოსოფოსი, ფილოლოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, პარლამენტარი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი) ხელის მომწერი. დაამთავრა თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1970-1977 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასპირანტი, უმცროსი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1977 წლიდან კი შეთავსებით თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“. დაკრძალულია დედოფლისწყაროს სოფელ გამარჯვებაში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ქალბატონმა მაკა სულაშვილმა.
       
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments