ავთანდილ ჭკუასელი (დ. 31 დეკემბერი, 1931, თბილისი – გ. 12 სექტემბერი, 1994, თბილისი) – ფეხბურთელი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი. თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. იყო თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი. თამაშობდა თბილისის „ლოკომოტივში“ (1955).
ორჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში. ჭკუასელმა საბჭოთა კავშირის ეროვნულ ნაკრებში ერთადერთი მატჩი ჩაატარა 1952 წლის 22 ივლისს, 1952 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე იუგოსლავიის წინააღმდეგ. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს ზედა პანთეონთან, ეკლესიიდან მარცხენა მხარეს.

