ავთანდილ ბერიძე (დ. 11 იანვარი, 1955, ბათუმი – გ. 12 ნოემბერი, 2020) – პოლიტიკოსი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. 1982-2012 წწ. ხელმძღვანელობდა სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი, კვებისა და მსუბუქი მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირსა და ხელვაჩაურის რაიონულ პროფგაერთიანებას; საქართველოში ეროვნული მოძრაობის დაწყებისთანავე ის აქტიურად იყო ჩართული საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში; 1991-1996 წწ. იყო აჭარის უზენაესი საბჭოს წევრი, ორჯერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ასევე არჩეული იყო სოფელ ახალშენის საკრებულოს წევრად; 2012 წლიდან კოალიცია “ქართული ოცნების” ბათუმის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა, იყო “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი. დაკრძალულია ახალშენის ტაძრის ეზოში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა პაატა ურიადმყოფელმა.

