ავთო ვარაზი (ვარაზაშვილი) (დ. 25 ოქტომბერი, 1926, თბილისი ― გ. 3 მარტი, 1977, თბილისი) – ფერმწერი. იგი ქართულ მხატვრობაში პირველი იყო, ვინც კოლაჟის ტექნიკა გამოიყენა. ავთო ვარაზის ტილოები მსოფლიოს მუზეუმებშია წარმოდგენილი, მაგრამ ზოგიერთი ნამუშევრის ბედი დღემდე უცნობია. მან მხატვრულად გააფორმა აგრეთვე კინოფილმი “ფიროსმანი” , სადაც ფიროსმანის როლი მანვე შეასრულა (1969). ავთო ვარაზი 1977 წელს მარტში გარდაიცვალა, ამავე წლის მაისში შედგა მისი ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენა – თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (ნიუ-იორკი). დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.

