კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ბარბარე (ბაბო) გამრეკელი (დ. 3 ივნისი, 1893, ქუთაისი — გ. 15 ოქტომბერი, 1970, თბილისი) – მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი. მასნ სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1913 წელს მოსკოვში კოტე მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით ე.წ. „თავისუფალ თეატრში“ 1916 წელს დაბრუნდა სამშობლოში და მუშაობდა ქუთაისისა და თბილისის თეატრებში. 1920 წლიდან იგი სახელმწიფო დრამის თეატრის (ყოფილი არტისტული საზოგადოების თეატრი, რომელსაც 1921 წლის 25 ნოემბერს ეწოდა შოთა რუსთაველის სახელი) მსახიობია.  1928 წლიდან წელიწადნახევარი ბაბო გამრეკელი მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრშია. შემდეგ იგი ისევ  თეატრს უბრუნდება, სადაც სულ 42 წელი იღვაწა. 1948 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ამავე თეატრის მუზეუმისა და ბიბლიოთეკის გამგე. ქართულ თეატრში ბაბო გამრეკელმა შექმნა დაუვიწყარი სახები. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

საფლავის წინანდელი სახე
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments