კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ბაჩანა ბრეგვაძე (დ. 11 თებერვალი, 1936— გ. 14 თებერვალი, 2016, თბილისი)
ფილოსოფოსი, მთარგმნელი, მწერალი, საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი (2013), ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1996), პროფესორი.
1973 წლიდან არის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი.
დაჯილდოებულია ღირსების ორი ორდენით (1995 და 2005წ.) სხვადასხვა დროს მინიჭებული აქვს ივანე მაჩაბლის, ილია ჭავჭავაძის, ექვთიმე თაყაიშვილის, ივანე ჯავახიშვილის, საბას (ორგზის), და დავით აღმაშენებლის პრემიები.
გარდაიცვალა 2016 წლის 14 თებერვალს, 80 წლის ასაკში. დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა არჩილ შუშანაშვილმა, რისთვისაც ვუხდით მადლობას….
 
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments