ბაჩი ქიტიაშვილი (1946-2016) – როკ-მუსიკოსი. გიტარაზე დაკვრა დაიწყო 14 წლის ასაკში, 1962 წელს ქარხნის კლუბის სარდაფში მისი თაოსნობითა და ხელმძღვანელობით შეიკრიბა ოთხი მუსიკოსი და შეიქმნა ჯგუფი “ვარაზი”, რომლის ბაზაზეც აღმოცენდა როკ–ანსამბლი “ბერმუხა”. დაკრძალულია საგარეჯოში, სოფელ კაკაბეთში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ქალბატონმა ნინო გუგეშაშვილმა.

