ბადრი ბეგალიშვილი (დ. 5 აპრილი, 1933, ქუთაისი — გ. 16 მარტი, 2013, თბილისი) –
კინოსა და თეატრის მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი (1990).
1951 წელს დაამთავრა თბილისის 35-ე ვაჟთა საშუალო სკოლა. სხვადასხვა დროს მუშაობდა: ზუგდიდის თეატრში (1958–1960), საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში (1960–1961), მარჯანიშვილის თეატრში (1961–1962). 1963 წლიდან მუშაობდა მუსიკალური კომედიის თეატრში.
გარდაიცვალა 2013 წლის 16 მარტს თბილისში.
დაკრძალულია თბილისში, მუხათგვერდის სასაფლაოზე.

