კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ბადრი პატარკაციშვილი (დ. 31 ოქტომბერი, 1955. თბილისი — გ. 12 თებერვალი, 2008, ლონდონი) – ბიზნესმენი, ჰოლდინგის სს “ი-მედიას” დამფუძნებელი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი პრეზიდენტი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. იყო თბილისის მაუდ-კამვოლის კომბინატ “საბჭოთა საქართველოს” თანამშრომელი, შემდეგში ამავე კომბინატის დირექტორის მოადგილე. 1990 წელს იყო “ლოგოვაზის” კავკასიის რეგიონალური წარმომადგენლობის დირექტორი, 1992-93 წწ.-ში გენერალური დირექტორის მოადგილე და პირველი მოადგილე 1994 წელს. ასოციაცია “როსიისკიე ავტომობილნიე დილერი”-ს ვიცე-პრეზიდენტი (1994-95). იყო რუსეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის (ОРТВ) გენერალური დირექტორის მოადგილე და 1996-2001 წწ.-ში გაერთიანებული ბანკის (რუსეთი) დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. 2001 წელს რუსული ტელეკომპანია ТВ-6-ის გენერალური დირექტორი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. 2001 წლიდან მოღვაწეობს საქართველოში. არის ჰოლდინგ სს “ი-მედიას” დამფუძნებელი და ინვესტორთა ჯგუფის ხელმძღვანელი. საქართველოს ოლიმპიური ფონდის დამფუძნებელი და 2002-2007 წლებში საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი. “ბადრი პატარკაციშვილის საქველმოქმედო ფონდის” დამფუძნებელი. ბადრი პატარკაციშვილი, 12.02.2008, გვიან ღამით გულის შეტევით გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისში, საკუთარი სახლის ეზოში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments