კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ბათუ კრავეიშვილი (დ. 16 დეკემბერი, 1914, სამტრედია — გ. 14 ივნისი, 1970, თბილისი) –
მომღერალი (ბარიტონი), საქართველოს სახალხო არტისტი.
1935 წელს დაამთავრა მოსკოვის სამედიცინო ინსტიტუტი, თუმცა სცენაზე ფიქრი არ განელებია. 1937 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია და იმავე წელს დებიუტი ჰქონდა თბილისის საოპერო სცენაზე, დაისში შეასრულა კიაზოს პარტია. 1939 წელს გაიმარჯვა კონკურსში და ჩაირიცხა მოსკოვის დიდი თეატრის დასში, სადაც წარმატებით იმღერა ჟერმონის, ელეცკის და სხვა პარტიები.
1941 წლიდან ბათუ კრავეიშვილი კვლავ თბილისშია. ბ. კრავეიშვილმა კინოში სულ რამდენიმე სახე შექმნა: ლაზარია „დაკარგულ სამოთხეში“ და კოტე „ქეთო და კოტეში“.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments