კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ბექნუ ხერგიანი (1912-1990) – ალპინისტი. სსრკ ოთხგზის ჩემპიონი ტრავერსების კლასში. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. დაიბადა მესტიაში. სსრკ-ში პირველად, ჯგუფთან ერთად განახორციელა კედლოვანი ასვლა სამხრეთ უშბაზე (1937), რითაც სათავე დაედო კედლოვანი ასვლების კლასს მთამსვლელობაში. მის ანგარიშზეა ასზე მეტი ასვლა პამირისა და კავკასიონის მწვერვალებზე. იალბუზის დასავლეთ მწვერვალიდან ჩამოხსნა (1943) გერმანელ ფაშისტთა მიერ აღმართული ნაცისტური დროშა. დაკრძალულია მესტიაში, იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრის ეზოში, ხერგიანების საგვარეულო სასაფლაოზე. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ქალბატონმა თამარ გაზდელიანმა, რისთვისაც ვუხდით მადლობას.
 
Subscribe
Notify of
guest

1 Comment
Oldest
Newest Most Voted
პაატა
პაატა
18 days ago

ბექნუ ხეგიანს
და ბექნუს ლომებს
გურამის ნეშტი
უპყრიათ ხელში,
ბექნუ ხერგიანს
და ბექნუს ლომებს
მშრალი ბურთები
გასჩრიათ ყელში.